პერსონალის პირადი ჰიგიენა და ქცევის წესები

   შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 25.06.2010 წლის №173 დადგენილებით განისაზღვრა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესი, რომელიც ადგენს ზოგად ჰიგიენურ მოთხოვნებს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის მიმართ და ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე. ამავე დადგენილებით განსაზღვრულია ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი. 

   მიზნობრივი ჯგუფი რომელზეც ვრცელდება დადგენილების მოთხოვნები -სურსათის პირველადი დამუშავების და გადამამუშავებელი საწარმოების, იმპორტიორის, სადისტრიბუციო, სასაწყობე- სამაცივრე ორგანიზაციების, რესტორნების, სასტუმროების, კვების ობიექტების, ჰიპერმარკეტების და მცირე სარეალიზაციო ქსელების სუფთა ზონაში მომუშავე ყველა თანამშრომელია.

  ჩვენი მაღალკვალიფიციური ტრენერები ჩაგიტარებენ ტრენინგს, თემაზე -  სურსათის უვნებლობა, სურსათის საფრთხეები, ტემპერატურული რეჟიმები, წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკა GMP&GHP, პერსონალის პირადი ჰიგიენა და ქცევის წესები.

 ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

 

 

 

 

ონლაინ რეგისტრაცია