შპს სტარ კონსალტინგი დაკომპლექტებულია მოტივირებული პროფესიონალებით. მათ მიღებული აქვთ შესაბამისი განათლება, გავლილი აქვთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და ტრენინგები. ჩვენი გუნდი გამოირჩევა შრომისმოყვარეობითა და საქმისადმი პასუხისმგებლობიანი მიდგომით.
თამარ ბურკაძე

     ინჟინერი/დირექტორი. კომპანიის საქმიანობაში ჩართულია მისი დაარსების დღიდან, მონაწილეობას იღებს კლიენტებისათვის მომსახურების გაწევის, დოკუმენტაციის შემუშავებისა და ტრენინგების პროცესში. გავლილი აქვს საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ტრენინგი საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემაზე. ჩართულია USAID პროექტში G4G - ქალთა გაძლიერება ბიზნესში.

ეკატერინე ბურკაძე

    კონსულტანტი/ტრენერი - მას გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი და კვალიფიკაციის ამაღლების კურსი, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის სფეროში. მათ შორის ფლობს ISO 22000 სტანდარტის წამყავნი აუდიტორის სერტიფიკატს. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სურსათის უვნებლობის სისტემების შემუშავებასა და დანერგვაში (ISO 22000, FSSC 22000, Helal 22, HACCP, Global GAP). 

ეკატერინე ქანთარია

    ბიოლოგი/სურსათის უვნებლობის კონსულტანტი. აღნიშნულ სფეროში საქმიანობს დაახლოებით ერთი წელია. გავლილი აქვს საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ტრენინგი საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემაზე. ატარებს ტრენინგებს პირად ჰიგიენასა და ქცევის წესებზე.

ნინო ჩალაძე

კვების პროდუქტების ტექნოლოგი/სურსათის უვნებლობის კონსულტანტი - სტაჟიორი. აღნიშნულ სფეროში საქმიანობს დაახლოებით ერთი წელია.