Mercy corps

   არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფს“-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელშეწყობით, სურსათის უვნებლობის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობაზე შეფასდა 10-ზე მეტი საწარმო და მიეცათ სათანადო რეკომენდაციები. ჩატარდა მომწოდებელების  რამდენიმე ათეული ტრენინგი ქვემო ქართველის, სამცხე-ჯავახეთი, აჭარის რეგიონის სოფლებში (მათ შორის რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე). მოხდა კომპანიების თანამშრომლების სწავლება ჰიგიენის საკითხებსა და ქცევის წესებზე.

    ამავე ორგანიზაციის, სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლობის ხელშეწყობით, სურსათის ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სანიმუშო პრაქტიკის საკითხებზე ტრენინგი ორჯერ ჩაუტარდა რეგიონის 7 მეწარმეს. სწავლება გათვლილი იყო სომხური წარმოშობის მეწარმეებზე და ჩატარდა რუსულ ენაზე. ასევე ერთ-ერთ მეწარმესთან მოხდა საწარმოს შეფასება და რეკომენდაციების მიცემა.