ბათუმის აგრარული ბაზარი

შპს "სტარ კონსალტინგი" აქტიურადაა ჩართული ბათუმის აგრარული ბაზრის ყველის სექციის გაუმჯობესებაში.

28 აპრილს ბათუმში სასტუმრო "შერატონში" არასამთავრობო ორგანიზაცია "მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის" ინიციატივით შეხვედრა გაიმართა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ბათუმის აგრარული ბაზრის წარმომადგენლებს შორის.

როგორც განმარტეს, შეხვედრის ძირითადი მიზანი ბათუმის აგრარულ ბაზარში გასატარებელი ცვლილებებია. კერძოდ, ცვლილება შეეხება ყველის სექციას, რომლის რეკონსტრუქციის პროექტი შვეიცარიის განვიტარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული "მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამების" ფასილიტაციით მიმდინარეობს, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მერსი ქორფსი".

ყველის სექცია აღიჭურვება 40 ახალი დახლ-მაცივრით, ხელსაბანი ონკანებით და უჟანგავი ინვენტარით. რძის პროდუქტების სექციისთვის მოეწყობა 4 სასაწყობე ოთახი, ლაბორატორია, გასახდელი ოთახები, სველი წერტილები, სასადილო, სამრეცხაო და სასტერილიზაციო.

ყველის სექციის რეკონსტრუქციის მიზანია, რომ მომხმარებელმა მიიღოს უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. პროექტის წარმომადგენელთა განცხადებით, ყველის სექციაში დაცული იქნება ჰიგიენური ნორმები.

შეხვედრის წარმომადგენელთა განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ბათუმის აგრარული ბაზრისთვის.

 

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=adjara&seekTime=28-04-2016+19%3A07