ტრენინგი HoReCa სექტორში

შპს "სტარ კონსალტინგმა" ჩაატარა ტრენინგი სასტუმროში HILTON BATUMI, თემაზე - სურსათის უვნებლობა, სურსათის საფრთხეები, წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკა GMP&GHP, პერსონალსი ჰიგიენა და ქცევის წესები.

ტრენინგის მიზანია საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გაუმჯობესება, ამ სფეროში მომუშავე პერსონალის ცოდნის ამაღლება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და მათი შესრულების ინსტრუქციები.  ტრენინგი ეხმარება სუფთა ზონის პერსონალს გამოიმუშავოს და დახვეწოს პროდუქტის დამზადების და მიწოდების ჰიგიენის საჭირო უნარ-ჩვევები სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით.